21 მაისი 2024,   13:45
ვრცლად
გუშინ ხდებოდა აღვირახსნილი თავდასხმა მშვიდობიან მომიტინგეებზე - გიორგი ვაშაძე

63 დაკავებული და 11 დაშავებული, მათ შორის, 6 სამართალდამცველი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 11-ვე დაზარალებულს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, თუმცა მათმა ნაწილმა კლინიკა უკვე დატოვა.

ჯერჯერობით, პარლამენტთან არ არიან შეკრებილები აქციის მონაწილეები. შენობასთან მხოლოდ მედიის წარმომადგენლები და სამართალდამცველები იმყოფებიან. ოპოზიციამ აქცია დღესაც დააანონსა.

როგორც "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა, გუშინ მშვიდობიან მომიტინგეებზე აღვირახსნილი თავდასხმები განხორციელდა.

"გუშინ ხდებოდა აღვირახსნილი თავდასხმა მშვიდობიან მომიტინგეებზე. უამრავ ადამიანს გაუსწორდნენ ფიზიკურად. ჩვენ შევალთ საპარლამენტო სხდომაზე და ლევანის გადაწყვეტილებაა, რომ ისიც დაესწრება ამ სხდომას", - გიორგი ვაშაძე.

"ევროოპტიმისტების" წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, შს სამინისტრომ არაპროპორციული ძალა გამოიყენა, რადგან დიდი რაოდენობით იყო ცრემლსადენი გაზი და ჭყლეტის საშიშროებაც შეიქმნა.

"ის სპეციალური საშუალებების გამო, რომელიც გაუშვეს, მე პირადად დამწვარი მაქვს სახის კანი. ცრემლსადენი გაზი იყო ძალიან დიდი რაოდენობით. რეალურად, ჭყლეტის საშიშროებაც კი შექმნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რადგან უამრავი ადამიანი იდგა რუსთაველზე და როდესაც სპეცრაზმი ჩამოვიდა ჭიტაძის ქუჩიდან, ადამიანები ერთმანეთს თელავდნენ. ეს არის არაპროპორციული ძალის გამოყენება", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები