19 ნოემბერი 2024,   01:47
ვრცლად
კახა კალაძემ აუდიტის სამსახურს გლდანში ახლადრეაბილიტირებულ და უკვე დაზიანებულ ქუჩებზე განხორციელებული პროექტის მოკვლევა დაავალა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ შიდა აუდიტის სამსახურს გლდანში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე განხორციელებული პროექტის მოკვლევა დაავალა.

მისივე თქმით, უნდა შემოწმდეს როგორც შესრულებული სამუშაოები, ასევე საპროექტო დოკუმენტაცია.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, საჭიროა გლდანში, მიკრორაიონებში შემავალი ქუჩების პროექტირება და სამუშაოების ეტაპობრივი განხორციელება, რათა სანიაღვრე სისტემები მოწესრიგდეს.

დღის ამბები