თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი საპროტესტო აქციისთვის ემზადება. გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი გოგონას ახლობლები არსებულ კითხვებზე პასუხებს ითხოვენ და კვირას პროკურატურის შენობასთან შეკრებას აპირებენ. ოჯახის ადვოკატი საგამოძიებო უწყებაში მასალების შესწავლას განაგრძობს - მიხეილ რამიშვილმა პროკურატურა ამჯერადაც გვიან ღამით დატოვა. უფლებადამცველი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ გუშინ გასაჯაროებული ვიდეომასალა, სადაც სუსის ჯიპების გადაადგილებაა ასახული არასრულია და სრული ჩანაწერის გამოქვეყნებას ითხოვს. ამას გარდა, რამიშვილის თქმით, საქმეში საეჭვოდ გაიზარდა მწყემსთა რაოდენობაც. ადვოკატთან ერთად პროკურატურაში ექვსი საათის განმავლობაში თამარ ბაჩალიაშვილის ძმაც იმყოფებოდა.
"აქამდე თუ იყო 2 მწყემსი გაჩნდა უკვე 3-4 მწყემსის ჩვენებები და იმათაც გავეცანით დღეს. კვირას 2 საათზე იქნება მშვიდობიანი აქცია,"- აცხადებს გიორგი ბაჩალიაშვილი.
ოჯახის ადვოკატი ითხოვს, რომ გამოძიებას ინფორმაცია, რომელიც მოიცავს სუსის 3 ავტომობილის მარშრუტის ერთკვირიან პერიოდს:
"ის მარშრუტი რუსთავიდან რომ მოდის ეს 3 ჯიპი, რადგან მათი მხრიდან იყო ინფორმაცია, რომ ისინი მორიგეობას ახორციელებენ და ბაზიდან ბაზაზე გადაადგილდებიან. ერთი კვირის მარშრუტი უნდა გადმოსცენ გამოძიებას," - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.