აჭარაში კი მასშტაბური ტესტირება საჯარო სივრცეებში კვლავ აქტიურად გრძელდება. ბათუმსა და ქობულეთში, პარკებსა და ბულვარში გაშლილია კარვები, სადაც მიმდინარეობს მოსახლეობის გამოკვლევა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ აჭარაში აგრესიული ტესტირება 20 აგვისტოდან დაიწყო, მისი თქმით სულ 712 ადამიანია ამ დროისთვის გამოკვლეული და მხოლოდ 1 ტესტი იყო კოვიდ დადებითი.
"20 აგვისტოდან დავიწყეთ ტესტირება, დღემდე 712 ადამიანია გამოკვლეული და მხოლოდ ერთი ტესტი იყო კოვიდ დადებითი. აქტიურად მიმდინარეობს მთელს ქვეყანაში ტესტირება, დღიურად 4800 ტესტირება ტარდება და ამას ემატება სწრაფი ტესტებიც,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.