19 ნოემბერი 2024,   01:34
ვრცლად
ზ.ხ-ს მამის ინფორმაციით, მოსასმენი აპარატურა ვახტანგ ჩიქოვანის სახლშიც იპოვეს, თუმცა ოჯახის ადვოკატი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს საცხოვრებელ სახლში დღეს ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. ბრალდებული არასრულწლოვნის მამის ინფორმაციით, მან საძინებელ ოთახში სავარაუდოდ მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინა და სამართალდამცავები გამოიძახა.

მისივე მტკიცებით, დაახლოებით თვენახევრის წინ მსგავსი მოწყობილობა ვახტანგ ჩიქოვანის სახლშიც იპოვეს. თუმცა, ოჯახის ადვოკატი არჩილ ბერიანიძე ამბობს, რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.

"მსგავსი, რამე რომ ყოფილიყო ჩემი აზრით მეტყოდა ამ ინფორმაციას, თუმცა ჩემთვის ამის შესახებ არავის არაფერი უთქვამს. შეიძლება ვკითხო და დავინტერესდე, თუმცა საჯაროდ თქმა რა შუაშია ვერ ვხვდები, როდესაც ჩემთვისაც ოჯახის ადვოკატისთვისაც არაფერი უთქვამთ,"- განაცხადა არჩილ ბერიანიძემ.

დღის ამბები