ბათუმის მერიამ, ქალაქში "პატრიოტთა ალიანსის" ბანერები ჩამოხსნა - ამის შესახებ ინფორმაციას, ქალაქის მუნიციპალური სამსახური ავრცელებს.
"ქალაქ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ განხორციელდა სამართლებრივი რეაგირება უნებართვოდ განთავსებულ რეკლამასთან დაკავშირებით.
ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ, ბათუმში, 2 ლოკაციაზე განთავსებული სარეკლამო ბანერები ჩამოიხსნა კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.
აღნიშნულთან დაკავშირებით შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდგომ გადაგზავნილი იქნება ბათუმის საქალაქო სასამართლოში განხილვის მიზნით,"- აღნიშნულია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.