"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახს სტუმრობდა. მან ოჯახის წევრებისგან მოისმინა ინფორმაცია როგორც გატაცების, ასევე - მას შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ.
შეხვედრის შემდეგ, შალვა ნათელაშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ არსებობს ცივი ომის პრაქტიკა, სადაც სახელმწიფოს მონდომების შემთხვევაში, საქართველოს აქვს გამარჯვების შანსი.
ის, ასევე, გამოეხმაურა ცხინვალში მიმდინარე პროცესებს და თანადგომა გამოუცხადა ოს ხალხს.