17 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
გიორგი ვაშაძემ სამეგრელოში საარჩევნო პროგრამა წარადგინა

"სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერმა ზუგდიდში მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო. გიორგი ვაშაძემ რეგიონში შეჩერებულ პროექტებზეც ისაუბრა და შეკრებილებს პარტიის 5-პუნქტიანი გეგმა გააცნო. 

"სამი უდიდესი პრობლემა, რომელიც ქვეყანაში გვაქვს, არის შიმშილი, სიღარიბე და გაუსაძლისი გაჭირვება, რომელიც ქვეყანაში მოიტანა ამ მმართველობამ. მეორე - ეს არის, კრიმინალი, რომელიც გამეფებულია ყველგან. ჩართავ ტელევიზორს - მოკლეს, დაჭრეს, გაძარცვეს, მოიპარეს და გამოუძიებელია ყველა ეს საქმე. მესამე - ეს არის სრული მორღვევა ჩვენი საგარეო ვექტორის, რომელიც "ქართული ოცნების" მმართველობამ მოიტანა. ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი სანქციებს გვიწესებს, როცა ნომერ პირველი პარტნიორები ვიყავით რეგიონში.

ამ უსამართლობას არ ვაპირებ, რომ შევეგუო. ჩემო მეგრელებო, პირველი თქვენ დაუსვით დიაგნოზი, ამ "დამსხვრეული ოცნებები" პარტიას, პირველი თქვენ უთხარით "არა" და იმანაც ეს გულში ჩაიდო. იმ ადამიანმა ბოღმიანად უყურადღებოდ დატოვა სამეგრელო. გააჩერა ანაკლიის და განმუხურის პროექტები. 

უარი თქვა თავიდან ბოლომდე სამეგრელოს მნიშვნელოვან ფუნქციაზე, რომელიც მას უნდა ეკისრა საქართველოს გაერთიანების საქმეში, იმიტომ რომ ჩვენ საქმე გვაქვს ჩვეულებრივ, ბოღმიან, შურიან ადამიანთან, ადამიანთა ჯგუფთან, რომელიც მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე ფიქრობენ. 

მე კი გეუბნებით, გთხოვთ, რომ დავდგეთ ერთად. ვიცი, რას ნიშნავს სამეგრელოს მხარდაჭერა, თქვენი ფეხზე დგომა. ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია პატრიოტიზმისთვის, რას ნიშნავს საქართველოს მომავლისთვის, ეს ენერგეტიკა მინდა რომ გადაედოს მთელ საქართველოს, რაც არის სამეგრელოში, იმისათვის, რომ განვავითაროთ და ფეხზე დავაყენოთ ქვეყანა,"-განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. 

დღის ამბები