თელავი-ახმეტის-ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ქადაგიშვილი შპს "ჯეო სთოუნის“ წარმომადგენლებთან და ბიზნესმენ ჯემალ ინაშვილთან ერთად თელავის მუნიციპალიტეტში, ლოპოტას მარმარილოს საბადოს გახსნას დაესწრო.
წლების მნაძილზე, ლოპოტას ისტორიულ საბადოზე მაღალი ხარისხის მარმარილოს მოპოვება მიმდინარეობდა, რომელიც ექსპორტზე გადიოდა რუსეთში, ბელგიასა და გერმანიაში.
60-იან წლებში ლოპოტას კარიერი დაიხურა და მარმარილოს მოპოვება აღარ განხორციელებულა.
თელავი-ახმეტა-ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აცხადებს, რომ ქართული მარმარილო საკმაოდ მაღალი ხარისხისაა.
"ამოვიდა მაღალი ხარისხის მარმარილოს ფილები, რომლის დამუშავებაც უკვე დავიწყეთ. აქ მიღებული მარმარილო გამოირჩევა და ცნობილია ხარისხით, ისევე, როგორც ევროპის საბადო,"- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.