"ქართულმა ოცნებამ" მაღალმთიან აჭარაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ხულო ქედა შუახევის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმღლეს საბჭოში კი ფრიდონ ფუტკარაძე იქნება.
კანდიდატები მხარდამჭერებს, დღეს გიორგი გახარიამ და კახა კალაძემ წარუდდგინეს. პრემიერ-მინისტრმა და ოცნების გენერალურმა მდივანმა მაღალმთიანი აჭარის განვითარების შესახებ ისაუბრეს და ადგილობრივებს რეგიონში დაგეგმილი პროექტები გააცნეს.