6 თვიანი პაუზის შემდეგ "მოძრაობის თეატრი" მაყურებლის წინაშე უჩვეულო ფორმატში წარსდგება.
სპექტაკლ "ლიზას ტორტის" პრემიერა 31 აგვისტოს არა ამფითეატრში, არამედ სახურავზე გაიმართება.
სპექტაკლზე მოსული სტუმრები მზის ჩასვლის ფონზე იხილავენ დადგმას, რომელიც საზოგადოებაში არსებულ ყოფით პრობლემებს ასახავს.
ავტორი : თეო ცუცქირიძე