06 მაისი 2024,   21:31
ვრცლად
უფლებადამცველების თქმით, მინსკში 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

აქციების 21-ე დღეს ბელარუსში დემონსტრაციამ დაკავებების ფონზე ჩაიარა. დაკავებულების შესახებ განსხვავებული ინფორმაცია ვრცლდება - ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციებზე 140 ადამიანია დაკავებული. უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით კი 200-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.

ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. დემონსტრანტები საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ ცნობენ.

მომიტინგეები პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

დღის ამბები