გორში, წლების წინ გარდაცვლილების სახელზე სამხედრო ჰოსპიტალიდან წერილები მიიღეს.
დირექტორი 5-8 წლის წინ გარდაცვლილებს დავალიანების დასაფარად კლინიკაში 2 კვირის განმავლობაში გამოცხადებას სთხოვს.
"კურიერს" მოქალაქეებმა 19 აგვისტოთი დათარიღებული 2 წერილი მიაწოდეს. ჰოსპიტალში განმარტავენ, რომ წერილები დავალიანების მქონე პაციენტებს დაეგზავნათ.
თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით კი, ბოლო 3 წლის განმავლობაში სამხედრო ჰოსპიტალში დაგროვილი დავალიანება მოქალაქეებს ჩამოეწერებათ.