26 აპრილი 2024,   05:25
ვრცლად
საქართველო მსოფლიო ბანკისგან 5.7 მილიონ ევროს მიიღებს

საქართველო მსოფლიო ბანკისგან 35 ნახევარი მილიონი ევროს შეღავათიან ფინანსურ რესურსს მიიღებს. შესაბამის დოკუმენტს დღეს ელექტრონულად მოეწერა ხელი.

თანხა პროექტს Log-in Georgia-ს მოხმარდება, რომლის მიზანიც მთელს ქვეყანაში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

"ხელი მოვაწერეთ მსოფლიო ბანკთან სასესხო ხელშეკრულებას, თანხა შეადგენს 35.7 მილიონ ევროს და ეს თანხა სრულად მოხმარდება ინტერნეტიზაციის პროცესს. ეს პროექტი რამდენიმე წლის წინ დაანონსდა და შესაბამისად, დღეს უკვე ხდება თანხების მოძიება, რათა განახლებული ტემპით მოხდეს თითოეულ ოჯახამდე ინტერნეტის მიყვანა," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

"უაღრესად მოხარული ვარ, რომ დღეს ხელს ვაწერთ პროექტს სახელწოდებით - Log-in Georgia, რომელიც საქართველოს 1000-მდე სოფელს მიაწვდის მაღალსიჩქარიან, ხელმისაწვდომ, ფართოზოლოვან ინტერნეტ სერვისებს და რომლითაც რეგიონების, მათ შორის მაღალმთიანი დასახლებების 500 ათასამდე მაცხოვრებელი ისარგებლებს.

ჩვენ გვჯერა, რომ ეს პროექტი საქართველოს რეგიონების მოსახლეობას მოუტანს ახალ ეკონომიკურ და დასაქმების შესაძლებლობებს, რაც ქვეყანაში არსებული ეკონომიკური დუალიზმის პრობლემას კიდევ უფრო შეამცირებს," - აღნიშნა მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა.

დღის ამბები