19 ნოემბერი 2024,   01:48
ვრცლად
სცემეს თუ არა 77 წლის ქალს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში - "კურიერის" მიერ მოპოვებულ ფოტომასალაზე ხელზე ჩალურჯებები აშკარაა

სცემეს თუ არა 77 წლის ქალს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში - ფოტომასალაზე, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა, ხელზე ჩალურჯებები აშკარაა, თუმცა გასარკვევია სისხლჩაქცევები ვენაში კათეტერის ჩადგმის გამო გაჩნდა თუ საქმე ფიზიკურ ანგარიშსწორებაშია.

"თბილისი სითი მედიქალის" კამერებიდან ვიდეომასალა უკვე ამოღებულია, თუმცა მათი გასაჯაროება ჯერ არ ხდება.

კლინიკის პერსონალის მიერ პაციენტის მომსახურების დროს შესაძლო დარღვევების შესასწავლად,  სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო მზადყოფნას გამოთქვამს.

"სითი მედიქალში" მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლის მიხედვით დაიწყო. ერთი მათგანი ძალადობას, მეორე კი სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

დღის ამბები