17 მაისი 2024,   08:59
ვრცლად
ბათუმში საკონდიტრო მაღაზიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში საკონდიტრო მაღაზიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, ობიექტი დახურულია და კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს.

"თანამშრომელი შეუძლოდ იყო 26 აგვისტოს. ის წავიდა სახლში და 27-ში გამოუვლინდა ტემპერატურა. სწორედ ამ პერიოდიდან ის სამსახურში აღარ ყოფილა. გუშინ კი, თანამშრომლების ნახევარს ტესტირება ჩაუტარდა, ნახევარს კი ახლა უტარდება. ისინი თვითიზოლაციაში გადადიან ნაწილი კი კარანტინში," - ამბობს საკონდიტრო მაღაზია "დონას" მენეჯერი თამილა ბეჟანიძე.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ნონა ეფაძის განცხადებით, კი მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა და წყაროს დადგენა. მისივე თქმით, უკვე 50 ნიმუშია აღებული ლაბორატორიული კვლევისათვის.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, დღეს კიდევ 23 ახალი შემთხვევაა დადასტურდა, 13 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. 

დღის ამბები