19 ნოემბერი 2024,   03:26
ვრცლად
პაციენტი, რომელიც "სითი მედიქალის" ექიმებს ცემაში ადანაშაულებს, კლინიკიდან გაწერას ითხოვს

პაციენტი რომელიც "სითი მედიქალის" ექიმებს ცემაში ადანაშაულებს, კლინიკიდან გაწერას ითხოვს.

77 წლის ქალის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მკურნალობას სახლის პირობებში გააგრძელებენ.

საავადმყოფოში კი ამბობენ, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა სამედიცინო სერვისს ისევ საჭიროებს.

ანალიზების შემდეგ გაირკვევა, დატოვებს თუ არა ის კლინიკას. 

"ჩემი დაჟინებული თხოვნის შემდეგ, ავედი და 5 წუთით ვნახე, შთაბეჭდილება იგივე მაქვს, ჯანმრთელობის მდგომარეობა იგივეა. მიზეზს არ ამბობს, სახლში უნდა მკურნალობის გაგრძელება,"- ამბობს პაციენტის მეუღლე რობერტ მანჯგალაძე.

"მამაჩემს ვთხოვე და დაველაპარაკე დედაჩემს ტელეფონით. ვუთხარი, რომ სხვა კლინიკაში გადავიყვანდი და ტელეფონი გამითიშა. საავადმყოფოზე უარს აცხადებს, ამ კლინიკაში გაჩერებაც აღარ უნდა,"- აღნიშნავს პაციენტის შვილი დავით მანჯგალაძე. 

"ქალბატონს აქვს ქრონიკული პრობლემა, რომელიც სამართავია. ახლა თვითონ ამბობს, რომ სტაციონარში მკურნალობა აღარ უნდა.

ამ დაავადებას სახლში მართავენ. სახლში თუ უზუნველყოფილია ჟანგბადით კვება, ამ დაავადების მართვა სახლის პირობებში შესაძლებელია. პაციენტის კატეგორიული მოთხოვნაა, რომ კლინიკაში ყოფნა აღარ უნდა,"- აცხადებს კლინიკა "თბილისის სითი მედიქალის" რეანიმაციისა და ანესთეზიის განყოფილების ხელმძღვანელი კობა ბალიაშვილი.

დღის ამბები