07 სექტემბერი 2026,   16:08
ვრცლად
პოლიციელს, რომელიც ლისის გზაზე არასრულწლოვანს დაეჯახა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

სასამართლომ ლისის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებულ პატრულ ინსპექტორს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებული ირაკლი ცომაია ბრალს აღიარებს. დაცვის მხარეს სასამართლოსთვის რაიმე სახის საშეღავათო მოთხოვნით არ მიუმართავს.

ცნობისთვის, 30 აგვისტოს ლისის გზაზე მოძრავი საპატრულო პოლიციის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე 12 წლის მოზარდს დაეჯახა. იგი ჟვანიას სახელობის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დღის ამბები