26 აპრილი 2024,   07:21
ვრცლად
დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანიის ინტერნეტრეკლამაში 64,7 მილიონი დოლარი დახარჯა - Google Transparency Report

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავისი წინასაარჩევნო კამპანიის ინტერნეტრეკლამაში რეკორდული თანხა - 64,7 მილიონი დოლარი დახარჯა. ამის შესახებ Google Transparency Report-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მეტყველებს.

კერძოდ, 37,2 მილიონი დოლარი კომიტეტმა "კვლავ გავხადოთ ამერიკა დიადი" დახარჯა.  27,4 მილიონი კი წინასაარჩევნო შტაბმა - "დონალდ ტრამპი პრეზიდენტად." 

რაც შეეხება ტრამპის მეტოქეს, ჯო ბაიდენს, დემოკრატიული პარტიის კანდიდატის შტაბმა ინტერნეტრეკლამაში თითქმის ორჯერ ნაკლები - 32,5 მილიონი დოლარი დახარჯა.

წინა რეკორდი ნიუ-იორკის ყოფილ მერს, მილიარდერ მაიკლ ბლუმბერგს ეკუთვნოდა, რომელმაც 2020 წელს თავისი წინასაარჩევნო კამპანიის რეკლამაში 62,2 მილიონი დოლარი დახარჯა.

დღის ამბები