მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება.
დღეს 6 არასრულწლოვნის პროცესი კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება. ბრალდებულების ადვოკატები ამბობენ, რომ მათთვის უცნობია, კონკრეტულად რომელ მტკიცებულებებსა და მოწმეებს წარადგენს დღეს ბრალდების მხარე.
უფლებადამცველების განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფი არასრულწლოვნების ბრალეულობას ვერცერთი წარმოდგენილი მტკიცებულება და მოწმის ჩვენება ადასტურებს.