07 სექტემბერი 2026,   09:12
ვრცლად
აჭარაში სავაჭრო ობიექტებზე, მუნიციპალურ ტრანსპორტსა და სამარშუტო ტაქსებზე მონიტორინგი გამკაცრდა

ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო აჭარაში სავაჭრო ობიექტებზე მონიტორინგი გამკაცრდა, მუნიციპალურ ტრანსპორტსა და სამარშუტო ტაქსებზე.

ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ დილიდან 80-მდე ობიექტი და 100-მდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეამოწმა.

მონიტორინგი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად ხორციელდება.
ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია მოუწოდებს მოქალაქეებს, მათივე ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეგულაციები.

დღის ამბები