17 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
"ევროპულმა საქართველომ" ამომრჩეველს აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი ლელა ქებურია წარუდგინა

"ევროპულმა საქართველომ" პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს ოლქში წარადგინა - ლელა ქებურია ამომრჩევლებს დავით ბაქრაძემ წარუდგინა. 

დავით ბაქრაძის თქმით, სწორედ ევროპული საქართველო იქნება კომპასი, რომელიც მოიტანს გარდამტეხ ცვლილებებს და საქართველოს დააყენებს სწორ გზაზე

"მოსახლეობის განწყობა არის ცალსახა, საზოგადოებას უნდა ცვლილებები. ადამიანებს აღარ სურთ იცხოვრონ იმ პრობლემებში, რომელიც შეიქმნა და გაღმავდა ბოლო წლების განმავლობაში. ადამიანებს აღარ უნდათ უმუშევრობა, სიღარიბე, უიმედობა და კრიმინალი. ამიტომ გამოსავალი არის ერთი, ცვლილებების გზა გადის არჩევნებზე და როგორი იქნება ჩვენი მომავალი ცხოვრება 4 წლის განმავლობაში, განსაზღვრას მხოლოდ ერთი დღე - 31 ოქტომბერი, ოქტომბერი,"-განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

დღის ამბები