19 ნოემბერი 2024,   08:22
ვრცლად
ავარიას შუახევში სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - გარდაცვლილთა შორის შსს-ს 2 თანამშრომელია

ავტოსაგზაო შემთხვევა შუახევში მსხვერპლით დასრულდა. ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილებს შორის 2 შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელია.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალ ნაწილზე მოცურდა და დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა. ავარიის შედეგად დაშავდა კიდევ 2 პირი, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები. ცხედრები კი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები