19 ნოემბერი 2024,   08:27
ვრცლად
ბათუმში "საქართველოს ბანკის" კორონავირუსით ინფიცირებული 2 თანამშრომელი საკონდიტრო "დონას" კლასტერს წარმოადგენს

"კურიერის" ინფორმაცია, ბათუმში "საქართველოს ბანკის" 2 თანამშრომლის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ კომპანიში ოფიციალურად დაადასტურეს.

"საქართველოს ბანკში" აცხადებენ, რომ მათი თანამშრომლები, რომლებიც "სოლო ლაუნჯში" მუშაობდნენ, ბათუმში, მაღაზია "დონაში" იმყოფებოდნენ და მათი ინფიცირების წყაროც სწორედ აღნიშნული საკონდიტრო გახდა.

"საქართველოს ბანკი" აჭარაში ბოლო დროს გახშირებული შემთხვევებიდან გამომდინარე აქტიურად აწარმოებს თანამშრომელთა შემოწმებას" - აღნიშნავენ კომპანიაში.

შეგახსენებთ, გუშინ ბათუმში, "საქართველოს ბანკის სოლო ლაუნჯის" 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდათ. მათ შორის 1 ორსული ქალია. ორივე ინფიცირებული ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დღის ამბები