კლასიკური მუსიკის ფესტივალი "ღამის სერენადები" დღეს დაიხურება. დასკვნით კონცერტში მონაწილეობას პიანისტი და კომპოზიტორი სანდრო ნებიერიძე, კამერული ორკესტრი "საქართველოს ვირტუოზები" და მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი მიიღებს.
ფესტივალი ლიანა ისაკაძემ დააარსა, სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძეა, მთავარი დირიჟორი კი მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი.
კლასიკური მუსიკის ფესტივალი ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 27 აგვისტოს გაიხსნა და მოგვიანებით დედაქალაქში გადმოინაცვლა.