06 სექტემბერი 2026,   21:13
ვრცლად
შემოდგომა იქნება ახალი გამოწვევებით, რადგან ხშირია ვირუსული ინფექციები და საჭიროა მაქსიმალური სიფრთხილე - ინფექციონისტი

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა "დღის კურიერის" ეთერში ახალ სეზონზე კორონავირუსის რისკებზე საუბრობს და აცხადებს, რომ თავშეყრის ადგილებში მოხვედრისგან მოსახლეობამ ისევ თავი უნდა შეიკაოს

მისივე თქმით, შემოდგომა არის ახალი გამოწვევების სეზონი, რადგან ამ პერიოდში სხვა ვირუსული ინფექციები აქტიურდება.

"მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო. დავიცვათ ისევ რეკომენდაციები. ოქტომბრის შუა რიცხვების შემდეგ სხვა რესპირაციული ინფექციებით გამოწვეული დაავადებები შეიძლება წამოვიდეს, ამიტომ მოსახლეობა უნდა დაემორჩილოს სპეციალისტების რეკომენდაციების. სხვაგვარად ჩვენ გაგვიჭირდება ამ ეპიდსიტუაციის შენარჩუნება.

ჩვენ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ეპიდსიტუაცია გვქონდა და ეს უნდა შევინარჩუნოთ,"- განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

დღის ამბები