გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ციხის კადრები გუშინ ტვ "პირველმა" გაასაჯაროვა, სადაც ერთ-ერთ ეპიზოდში ბრალდებული იუბილარ ანა გაბეჩავას ახსენებს და ამბობს, რომ გაბეჩავა მეორე დღეს დაკავებულებს შეხვდა.
ასევე, ბრალდებული აცხადებს, რომ გაბეჩავამ მათ თანხა მოსთხოვა, რადგან, მისი თქმით, პანდემიის პირობებში წვეულების ორგანიზებისთვის ჯარიმდებოდა.
პირი, რომელიც თანამესაკნეებთან ანა გაბეჩავაზე საუბრობს, ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ არის.
ანა გაბეჩავას ადვოკატი ლიკა ბითაძე კი მიზანმიმართულ ცილისწამებას უწოდებს ინფორმაციას, თითქოს გაბეჩავა საქმის ფიგურანტებისგან ჯარიმის თანხას ითხოვდა. დღესვე განცხადება გააკეთა ნიკოლოზ რევაზიშვილის ძმამ.
"სრული სისულელე და გამოგონილი ამბავია, ანა გაბეჩავას არავისთვის არანაირი 15 000 ლარი არ მოუთხოვია. თუ გაგრძელდება ეს ცილისწამება ჩვენც მივიღებთ შესაბამის ზომებს. ეს პირი კი ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ არის,"- განაცხადა ლიკა ბითაძემ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულია 17 პირი, აქედან 5 პირს კი სასამართლო ჯგუფურ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში ედავება.
გუშინ კი ტვ პირველმა გაასაჯაროვა კადრები, გლდანის ციხიდან, სადაც შაქარაშვლის საქმეზე ბრალდებულები თანამესაკნეებს უყვებიან, როგორ ვითარდებოდა 18 ივნისის ღამე.