25 აპრილი 2024,   20:56
ვრცლად
ოკუპირებული გალის რაიონიდან რუსეთის მოქალაქე გაიტაცეს

ოკუპირებული გალის რაიონში რუსეთის მოქალაქე გაიტაცეს. "ეხო კავკაზას" ცნობით, 58 წლის ჯამალ სოსელია საიბერიოდან გუშინ ღამით გაიტაცეს. 

სოსელია სოჭში ცხოვრობს და მუშაობს. როგორც გამოცემა წერს, სოსელიამ საიბერიოში სახლი ცოტა ხნის წინ აიშენა და ოკუპირებულ გალს პერიოდულად სტუმრობდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირებმა სოსელიას მანქანა ღამით, დაახლოებით 10 საათზე გააჩერეს, ჩასხდნენ ავტომობილში და აიძულეს, ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მიმართულებით წასულიყო. სოსელიამ სცადა, მიმართულება შეეცვალა, რის შემდეგაც გამტაცებლებმა მას სცემეს.

გამოცემის ცნობით, ფაქტს თვითმხილველებიც ჰყავს. 

"გალ ტვ"-ს ინფორმაციით, გამტაცებლებს გამოსასყიდი, ან სხვა მოთხოვნა არ დაუყენებიათ. სავარაუდოდ, გატაცება კრასნოდარის ოლქში მის ბიზნესსაქმიანობას უკავშირდება.

დღის ამბები