ივა ფრუიძე, რომელსაც Sky Girls Bar-ში ფიზიკურად გაუსწორდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. დაზარალებული, სავარაუდოდ, ამოცნობის პროცესში მიიღებს მონაწილეობას.
ამ დანაშაულისთვის დაკავებულია უკვე 3 პირი, თუმცა, როგორც ფრუიძე ამტკიცებს, ფიზიკურ დაპირისპირებაში სულ 6 ადამიანი მონაწილეობდა.
"დაკავებულია 3 ბოროტმოქმედი, მაგრამ ამით არაფერი დამთავრებულა, წინ გვაქვს კიდევ 3 მოძალადის დაკავება, ბრალის სწორად წარდგენა და დამტკიცება, გამოძიება მიმდინარეობს. ზუსტად არ ვიცი, დღეს რატომ ვარ დაბარებული, მაგრამ ვთანამშრომლობ აბსოლუტურად ღიად," - აცხადებს დაშავებული ივიკო ფრუიძე.
არ არის გამორიცხული, რომ სწორედ სხვა პირებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში საგამოძიებო მოქმედება ჩატარდეს.
"არის გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები ჩასატარებელი, აუცილებლად ჩატარდება. გამორიცხული არ არის მეორე პირი. ვინც ივიკო ფრუიძესთან ერთად იმყოფებოდა ბარში, მასთან მიმართებაშიც ჩატარდეს. მუსირებს, რომ 3 ადამიანს წარედგინოს ბრალი და დაკავებულები შეიძლება იყვნენო, ჯერ მანამდე ამოცნობაა და მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები," - განაცხადა ადვოკატმა რომან ნადირაძემ.