19 ნოემბერი 2024,   04:52
ვრცლად
ანა გაბეჩავას ფულს არავის სთხოვდა, თუ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი უნდა იყოს მტკიცებულებებით გამყარებული - პროკურორი დავით ყაზიშვილი

ანა გაბეჩავა არ ადასტურებს ინფორმაციას იმ 15 000 ლართან დაკავშირებით, რომელზეც გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული პირები გლდანის საპატიმროში საუბრობდნენ. მცხეთის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებში არასრულწლოვნების სასამართლო მიმდინარეობს.

საქმის პროკურორი დავით ყაზიშვილი აცხადებს, რომ გაბეჩავას 15 000 ლარი არ მოუთხოვია.

"რა თქმა უნდა, ანა გაბეჩავას ფულს არავის არ სთხოვდა, თუ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი, უნდა იყოს მტკიცებულებებით გამყარებული, ხოლო ის პირები, ვინც ამაზე საუბრობენ, მათაც ექნებათ საშუალება ისაუბრონ ამ ყველაფერზე. ანა გაბეჩავა დაიკითხება დღეს სასამართლოზე. არც შეეხება ვახტანგ ჩიქოვანს, მას ნამდვილად მიაყენეს დაზიანებები,"- დავით ყაზარაშვილი.

დღის ამბები