"ევროპული საქართველოს" წევრის, ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, პარტია მიხელ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას კოალიციური მთავრობის პირობებში "ბრმად მხარს არ დაუჭერს".
"ჩვენი პარტიის ნომერი პირველი ამოცანაა, ივანიშვილის და "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან გაშვება. რა თქმა უნდა, "ევროპული საქართველო" მოიაზრება, როგორც კოალიციური მთავრობის ხელრხემალი და 8 მარტის შეთანხმების საყრდენი პარტია იყო "ევროპული საქართველო". სწორედ ჩვენი პარტიის ძალისხმევით მოხდა ჩვენი საერთშორისო პარტნიორების მობილიზება ზუსტად ისე, რომ "ქართულ ოცნებას" უკან დახევა მოუწია. ასე მოხდება ამ არჩევნებზეც.
პრემიერ-მინისტრი იქნება თუ მინისტრები, ჩვენთვის ამოსავალი წერტილი იქნება პრინციპები, რაზეც ერთიანდება მთვრობა. ჩვენ ისე ბრმად, რომ საბოლოო ჯამში მივიღოთ მთვრობა, სადაც ერთპიროვნული ან ერთპარტიული მმართველობა იქნება და მოწყვეტილი იქნება ხალხს, როგორც "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი არის მოწყვეტილი, ჩვენ ამას მხარს არ დავუჭერთ."- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებითვე, მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრის კანდიდატად დასახელება "ნაციონალური მოძრაობის " პრეროგატივაა, თუმცა კოალიციური ამომრჩევლისთვის, სააკაშვილი ადვილად მისაღები არ იქნება.
"დემოკრატიულ ქვეყნებში ლოგიკურია, როცა ესა თუ ის პარტია ასახელებს თავის პრემიერობის კანდიდატს, ამაში მოულოდნელს მე ვერაფერს ვერ ვხედავ და ამ ფონზე, პირდაპირ გეტყვით, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლების კომენტარები არის სრულიად მიუღებელი, იმიტომ რომ მეც, პოლიტიკური დევნის მსხვერპლი ვიყავი განვლილი წლების განმავლობაში, ისევე როგორც ძალიან ბევრი წინა მთვრობიდან. ეს ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს და "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი პრინციპი არის პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება.
რამდენად გამართლებულია მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტის კანდიდატად დასახელება, ეს "ნაციონალური მოძრაობის" სტრატეგიაა, ისინი თვლიან რომ ამით მომხრეების უკეთეს მობილიზაციას შეძლებენ, მაგრამ ამომრჩევლის დიდი ნაწილისთვის, რომლის ირგვლივაც უნდა გაკეთდეს კოალიცია, არა მგონია ეს ადვილად მისაღები კანდიდატურა იქნება,"- განაცხადა დღის კურიერში" ზურაბ ჭიაბერაშვილმა.