ბათუმში, ხოფის ბაზრობის თანამშრომლების გამოკვლევა დღეიდან იწყება. ეპიდემიოლოგები დაინფიცირებულთა კონტაქტებს ეძებენ.
პარალელურად, ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. ბაზრობა უკვე მეორე დღეა დაკეტილია.
მიზეზი ბაზრობაზე დასაქმებული მამა-შვილისთვის კორონავირუსის დადასტურება გახდა. შეგახსენებთ, რომ სწორედ აჭარაში არსებული ეპიდვითარება გახდა ახალი რეგულაციების მიზეზი.
უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბერს დაიწყება.