შეკვეთილში სასტუმრო "პარაგრაფის" ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს.
"მოგახსენებთ, რომ პიროვნება, რომელსაც დაუდასტურდა Covid19, არ არის სასტუმროს "პარაგრაფ რეზორტი და სპა შეკვეთილის" შტატში რიცხული თანამშრომელი და იმყოფებოდა სასტუმროში დრობით. მისი ოჯახის წევრები ისვენებდნენ ბათუმში და იგი დროის გარკვეულ ნაწილს ატარებდა მათთან.
აღნიშნულ პირს, ვირუსი დაუდასტურდა თბილისში ყოფნისას და იგი დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი სამედიცინოდ დაწესებულებაში.
რამდენიმე თანამშრომელს, რომელიც იყო მასთან შემხებლობაში ჩაუტარდათ ტესტირება და ყოველივე მათგანს მიღებული აქვთ უარყოფითი პასუხები და ისინი ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი რეკომენდაციებით რჩებიან იზოლაციაში. სასტუმრო პარაგრაფი აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას,"- ნათქვამია განცხადებაში.