საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას პანდემიის დროს დიდი თავშეყრისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს:
"ძალიან გთხოვთ ყველას, პანდემიის პერიოდში თავი შევიკავოთ დიდი თავშეყრებისგან, იქნება ეს სარიტუალო შეკრებები, რომელიც დაკავშირებულია ბედნიერებასთან, თუ იქნება სამწუხარო თავშეყრები. კიდევ ერთხელ გთხოვთ ყველას, რადგან ეს არის ძალიან მომატებული რისკი",- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ერთი ოჯახიდან 5 წევრის დაინფიცირება, სწორედ მსგავსი სახის შეკრებას უკავშირდება.
"ჩვენ ერთი ოჯახური შემთხვევა გვაქვს ცაგერში, სწორედ ასეთი დიდი სარიტუალო სუფრიდან, რომელიც დაკავშირებული იყო ბედნიერებასთან და ოჯახის 5 წევრი არის დაინფიცირებული. ყველას კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ ამ პერიოდში რა თქმა უნდა აღვნიშნოთ ასეთი რიტუალები, მაგრამ ის უნდა იყოს მოკრძალებული და ოჯახური დღესასწაული ან ოჯახური მწუხრი," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.