06 სექტემბერი 2026,   21:13
ვრცლად
რესტორან "რესპუბლიკას" ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

რესტორან "რესპუბლიკას" ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ობიექტის ნაწილი, ბოლო სართული ამ დრომდე დაკეტილი რჩება. "რესპუბლიკას" სხვა თანამშრომლებმა ბიოლოგიური ნიმუშები ჩააბარეს და ახლა ტესტირების შედეგებს ელოდებიან. ნაწილმა უარყოფითი პასუხი უკვე მიიღო. რესტორნის თანამშრომლები თვითიზოლაციაში რჩებიან.

"ერთი ფაქტი დადასტურდა, რომელზეც გვქონდა ეჭვი, სხვა დანარჩენი ნაწილი გაიტესტა, ნაწილი კიდევ იტესტება ეტაპობრივად. ნაწილი არის კარანტინში, ნაწილი თვითიზოლაციაში," - აცხადებს რესტორან "რესპუბლიკას" გენერალური მენეჯერი თაკო კვერნაძე.

დღის ამბები