17 მაისი 2024,   14:57
ვრცლად
კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევიდან 3 მედპერსონალია, 3-ის წყაროს დადგენა კი გრძელდება - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევიდან 7 არის "დონასთან" დაკავშირებული. 12 ქალაქ ბათუმთან, 12 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტები, 2 ეპიდკერაში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირი, 5 შემოტანილი შემთხვევა, 3 სამედიცინო პერსონალი და 3 შემთხვევაზე გრძელდება კონტაქტების მოძიება წყაროს დადგენის მიზნით.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის არსებული მონაცემების თანახმად, გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი 75%-ია.

კოვიდცენტრებში ამ ეტაპისთვის 421 პაციენტი მკურნალობს, მათგან კრიტიკულად მძიმეა 3, ხოლო მძიმე კატეგორიაში გადის 17 პაციენტი. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია.

ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 22 პაციენტი მკურნალობს, მათგან 1-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და 1-ის მძიმე.

დღის ამბები