06 სექტემბერი 2026,   22:52
ვრცლად
ასეთი მონაცემები არ ქმნის საშიშროებას, რომ ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუმკლავდება - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, კორონავირუსის მომატებული შემთხვევებთან დაკავშირებით აუცილებელია არა რეგულაციების გამკაცრება, არამედ არსებული რეგულაციების აღსრულების და შესრულების კონტროლი, კერძოდ, უნდა მოხდეს ისეთი რეგულაციების მკაცრად დაცვა, როგორიცაა დისტანცირება, პირბადეების ტარება და პირადი ჰიგიენის დაცვა.

"ასეთი მონაცემები არ იძლევა საშიშროებას, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ამას ვერ გაუმკლავდება, ჩვენ, უბრალოდ ვფიქრობთ, რომ ასეულები არ განვითარდეს. 3,4 და 5 ათეულს ჯანდაცვის სისტემა გაუმკლავდება," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

დღის ამბები