06 სექტემბერი 2026,   17:49
ვრცლად
წალენჯიხაში თბილისიდან ჩასულ და-ძმას Covid-19 დაუდგინდა - ინფიცირებულები ქორწილში იმყოფებოდნენ

წალენჯიხაში, სოფელ ფოცხო ეწერში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. Covid-19 თბილისიდან ჩასულ, წალენჯიხაში მცხოვრებ და-ძმას დაუდგინდათ. სუსტად დადებითია მათი ოჯახის კიდევ ერთი წევრის, არასრულწლოვნის ტესტის პასუხიც.

სამივე მათგანი 29 აგვისტოს თბილისში, ქორწილში იმყოფებოდა. ინფიცირებულების ოჯახის წევრები და მათთან უშუალო კონტაქტში მყოფი 8 ადამიანი კარანტინშია გადაყვანილი.

ეპიდემიოლოგები მუშაობენ როგორც წალენჯიხაში, ასევე, სენაკში, მარტვილსა და ფოთში, სადაც ბოლო დღეებში, ინფიცირების ახალი შემთხვევები დაფიქსირდა. ამ დრომდე გამოკვლეულ მათ არცერთ კონტაქტს COVID-19 არ დაუდგინდა.

რაც შეეხება რუხის კლინიკას, აქ 19 პაციენტი მკურნალობს.

დღის ამბები