საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განაცხადებით, დღეს უწყებათაშორისი საბჭოს მიერ მიღებული ახალი რეგულაციები, საარჩევნო კამპანიას არ შეეხება.
"ის შეზღუდვები, რაც დღეს ეპიდემიოლოგიური მოცემულობიდან გამომდინარე მივიღეთ, რა თქმა უნდა, არ ეხება საარჩევნო კამპანიას, უბრალოდ გვსურს მოვუწოდოთ საარჩევნო სუბიექტებს, რომ გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და წესები მაქსიმალურად დაიცვან.
ამასთან, კვლავ მოქმედებს რეგულაციები პირბადეების ტარების ნაწილში. ამ შემთხვევაში მაქსიმალურად მოხდება აღსრულების კონტროლი და მიდგომა მკაცრი იქნება.
ასევე, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, სკოლებში საზეიმო ღონისძიებები. უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სკოლებში საზეიმო ღონისძიებები გაუქმდება," - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.