17 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
დღეის მდგომარეობით, სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, უწყება ეპიდვითარების შესაბამისად სასწავლო დაწესებულებების მონიტორინგს სრულად ახორციელებს და დღეის მდგომარეობით სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება. აღნიშნული განცხადება  ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა:

"ჩვენ სასწავლო დაწესებულებების მონიტორინგს სრულად ვახორციელებთ. დღეის მდგომარეობით, შემოწმებულია არაერთი სკოლა. აქედან 600-მა სკოლამ დააკმაყოფილა ის მოთხოვნები, რომელიც არის ჩვენგან წარმოდგენილი, დანარჩენებს მიეცათ მითითება, თუ რა ხარვეზები იყო გამოსასწორებელი იმისთვის, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხოდ წარიმართოს. დღეის მდგომარეობით, სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები