05 სექტემბერი 2026,   18:55
ვრცლად
"თუ მშობელი ვერ მოდის სკოლაში, სკოლა აცნობებს 112-ს" - როგორ მოიქცევა სასწავლო დაწესებულება, თუ მოსწავლეს ტემპერატურა აღენიშნება

იმ შემთხვევაში, თუ სასწავლო დაწესებულებაში მოსწავლეს ტემპერატურა დაუფიქსირდება, მას ცალკე ოთახში გადაიყვანენ. როგორც "დღის კურიერის" ეთერში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ განაცხადა, პირს რამდენჯერმე გადაუმოწმებენ ტემპერატურას და თუ მაჩვენებელი კვლავ მაღალი იქნება, მის მშობლებს აცნობებენ.

"იმ შემთხვევაში თუ მოსწავლეს დაუფიქსირდა ტემპერატურა, ის გადადის ცალკე სივრცეში. გარკვეული პერიოდის შემდეგ ხელახლა ხდება ტემპერატურის შემოწმება. თუ კიდევ დაუდასტურდა რამდენიმე დადასტურების შემთხვევაში მოსწავლე გადადის საიზოლაციო ოთახში და სწორედ ამის შემდეგ ხდება მშობლის ინფორმირება და მშობელს ეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ მოვიდეს სკოლაში და სახლში დააბრუნოს მოსწავლე.

ასევე, იმ შემთხვევაში, თუ მშობელი არ მოდის, ან ვერ მოდის სკოლაში, სკოლა არის ვალდებული, ეს ინფორმაცია აცნობოს 112-ს.

იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს, ან ნებისმიერ სხვა პირს - იქნება ეს მასწავლებელი, ადმინისტრაციის წარმომადგენელი თუ ტექნიკური პერსონალი, დაუდგინდება ინფექცია, ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობება ჯანდაცვის სამინისტროს და ის გასცემს რეგულაციას, თუ როგორ იმოქმედოს სკოლამ," - განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძემ.

დღის ამბები