რესტორან "მრავალჟამიერში", სადაც მრავალრიცხოვანი ქორწილი გაიმართა და კორონავირუსი 5 პირს დაუდასტურდა, დღეს "კურიერის" გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა. გადამღებ ჯგუფს რესტორანი დაკეტილი დახვდა, თუმცა ეს გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც მთავრობამ მოკლე ტექსტური შეტყობინებები გააგზავნა იმის შესახებ, რომ თუკი ვინმე იმყოფებოდა ამ რესტორანში, საკუთარი მონაცემები, უსაფრთხოების მიზნით, გადაამოწმონ.
დღეს ადგილზე ეპიდემიოლოგები მივიდნენ. რესტორნის ყველა თანამშრომლის მონაცემები ლაბორატორიაშია გადაგზავნილი.