ენგურჰესის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაცია "რუსთავი 2"-ს ენგურჰესში დაუდასტურეს.
როგორც "კურიერთან" საუბრისას ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ აღნიშნა, 4-დან 2 პაციენტი ცოლ-ქმარია, 2 კი თანამშრომელი.
მისივე ცნობით, ენგურჰესის თანამშრომელთა ნაწილი დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა.
გარდა ამისა, ენგურჰესის ათობით თანამშრომელს ტესტირება ჩაუტარდება.