ცაგერის მუნიციპალიტეტში ორი სოფელი ჩაიკეტა. სოფლებში ორბელსა და ლაჯანაში გადაადგილება დღეიდან შეიზღუდება.
რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის გუბერნატორის გიორგი მაქარაშვილის ინფორმაციით, მიზეზი კორონავირუსის გახშირებული რაოდენობა გახდა.
დღეს აღნიშნულ სოფლებში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.