ქუთაისში სარესტორნო ქსელ "ვენდისის" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ინფორმაციით, თანამშრომელი გუშინ გაიტესტა და პასუხი დადებითია.
ამ დროისთვის, ობიექტი დაკეტილია, თანამშრომლები გატესტილი და თვითიზოლაციაში არიან. არსებული ინფორმაციით, "ვენდისში" 32-ე საჯარო სკოლის თანამშრომლები იყვნენ და ვირუსიც, სავარაუდოდ, მათგან გავრცელდა.