ამ წუთებში "რუსთავი 2-ის" თანამშრომლების PCR ტესტირება მიმდინარეობს. ტესტირებას კერძო კლინიკა "ნეოლაბის" სპეციალისტები ატარებენ.
ტესტირება ჩაუტარდება ყველა თანამშრომელს. ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის მიხედვით, თანამშრომელთა ნაწილი თვითიზოლაციაშია, ხოლო მათ, ვისაც თვითიზოლაციის საშუალება არ აქვს, ტესტის პასუხების გაგებამდე სპეციალურ ადგილას გადაიყვანენ.
ტესტირების პასუხები ცნობილი 24 საათში იქნება.
შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2-ის" თანამშრომელს, თეონა ცხომელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.