"ნაციონალური მოძრაობის" თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ხელისუფლებამ მათი მხარდამჭერების პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. გიორგი ბოტკოველის მტკიცებით, ამომრჩეველს, ვინც ღიად გამოხატავს მხარდაჭერას, სხვადასხვა ფორმით სჯიან, მაგალითად ბიზნესმენებს ავიწროებენ, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ ადამიანებს კი ზოგიერთ შემთხვევაში სამსახურიდან ათავისუფლებენ.
"ხელისუფლებამ ჩვენი მხარდამჭერების პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო" - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
ბოტკოველის თქმით, მმართველი გუნდის ეს მიდგომა დასტურია იმისა, რომ ქართულ ოცნებას მხარდამჭერები აღარ ყავს და დაშინებით ცდილობენ ამომრჩევლის გადაბირებას.
ბრალდებებს უსაფუძვლოს და სასაცილოს უწოდებენ "ქართულ ოცნებაში" პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი. პლატონ კალმახელიძე , გიორგი ბოტკოველს პოპულისტს უწოდებს და ამბობს, რომ სწორედ "ნაციონალური მოძრაობა" იყო ის პარტია, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამომრჩეველზე მსგავს ზეწოლებს ახორციელებდა.