17 ნოემბერი 2024,   21:22
ვრცლად
"ლელოს" წევრი ირაკლი მატუა "ქართული ოცნების" წარმომადგენელს ზეწოლასა და მოსყიდვაში ადანაშაულებს

პარტია "ლელოს" ახალგაზრდული ფრთის წევრი, ზუგდიდელი ირაკლი მატუა "ქართული ოცნების" შტაბისა და საკრებულოს წევრს ზეწოლასა და მოსყიდვაში ადანაშაულებს. მატუას მტკიცებით, მას ოთო ქადარიამ უთხრა, რომ "ლელო" ხმაურით დაეტოვებინა და 600 ლარი გადასცა.

"ლელო" აღნიშნულ ფაქტზე სამართლებრივ რეაგირებას აპირებს. პარტიაში ამბობენ, რომ არსებობს მტკიცებულებებიც.

ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ მმართველ გუნდში. "ქართული ოცნების" შტაბში აღნიშნავენ, რომ ისინი საარჩევნო კამპანიას მხოლოდ კანონის ფარგლებში წარმართავენ.​

დღის ამბები