"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის საუბნო კომისიებში ნეიტრალური წევრების პარტიული ნიშნით შერჩევაზე საუბრობს. პარტიის ქუთაისის მერობის კანდიდატმა გიგა შუშანიამ განაცხადა, რომ კომისიის წევრები რეალურად სუს-ის მიერ შერჩეული პირები არიან.
მისივე თქმით, არსებული კონკურსი ყალბია, რის დასტურადაც მან კომისიის წევრების სია წინასწარ გაასაჯაროვა. ორგანიზაცია მოითხოვს შერჩეული ადამიანები კომისიებში არ ჩასვან.
მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები პროტესტის ნიშნად სხდომის დატოვებას აპირებენ.
ბრალდებას არ იზიარებენ საოლქო კომისიაში და აცხადებენ, რომ კომისიის წევრები არა პოლიტიკური ნიშნით, არამედ გამოცდილების მიხედვით შეირჩევიან.