17 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
"ქართულმა ოცნებამ" მცხეთის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა

"ქართულმა ოცნებამ" მცხეთის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა. ამ ოლქში 2020 წლის არჩევნებზე შალვა კერესელიძე იბრძოლებს.

წარდგენას მმართველი გუნდის ლიდერებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და იმ გეგმებზე ისაუბრეს, რასაც პარტია გამარჯვების შემთხვევაში რეგიონში განახორციელებს.

ცნობისთვის, შალვა კერესელიძე რეგიონის გუბერნატორი იყო.

"ხევი, თავისი ისტორიიდან გამომდინარე, ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო, დასაყრდენი კუთხე და მხარე, ამიტომაც იყო რომ ხევი და დარიალის ხეობა ქართული სახელმწიფოებრიობისთვის ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებდა," - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

დღის ამბები